11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ევროპამ განახლებული რაკეტა Ruta გამოცადა

ევროპამ განახლებული რაკეტა Ruta გამოცადა.

კომპანიის განცხადებით, იარაღის მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრზე მეტია და მის პირველ ვერსიას უკრაინა იყენებს ევროპულმა კომპანია Destinus-მა დაასრულა შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის სისტემის, Ruta Block 2-ის საფრენოსნო გამოცდები, რითაც დაადასტურა გაშვების ახალი კონფიგურაცია და ძირითადი ტექნოლოგიები.

გამოცდებისას შემოწმდა კონფიგურაცია ჩაშენებული ამჩქარებლით, ასევე დასაკეცი ფრთები და საჭის ზედაპირები. ბორტიდან გადაღებულმა ვიდეომ დაადასტურა ჰაერში ფრთების წარმატებული გაშლა გაშვებიდან ფრენის რეჟიმზე გადასვლის დროს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს გამოცდა ადასტურებს Ruta Block 2-ის შესაძლებლობებს და ნიშნავს გადასვლას გაშვების არსებული სქემიდან სისტემაზე, რომელიც შექმნილია უფრო მოქნილი განთავსებისა და მასშტაბური შორი დისტანციის დარტყმებისთვის. განმარტების თანახმად, Ruta Block 2 წარმოადგენს წინა ვერსიის, Ruta Block 1-ის დახვეწილ ვერსიას, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
Ruta-ს წინა ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც ღია გამშვებ პლატფორმას და წინასწარ დამონტაჟებულ ფრთებს მოითხოვდა, Ruta Block 2-ის ტრანსპორტირება, შენახვა და გაშვება შესაძლებელია ჰერმეტული კონტეინერებიდან.

კომპანიამ Ruta Block 2 აღწერა, როგორც ავტონომიური ფრთოსანი რაკეტა სტაციონარული სამიზნეების წინააღმდეგ. იარაღის მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრზე მეტია, ხოლო საბრძოლო ნაწილის წონა 250 კილოგრამს შეადგენს. რაკეტა მიეკუთვნება საშუალო რადიუსის იარაღს, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო მანქანებზე, ბეტონის კონსტრუქციებსა და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალაზე თავდასხმისთვის. მანამდე მწარმოებელმა უკრაინას პირველი ვერსია – დრონ-რაკეტა Ruta მიაწოდა.

banner
წინა სტატიაში“საავიაციო საწვავის გაძვირების გამო Georgian Airways რეისების ოპტიმიზაციას იწყებს”
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერი “ჰეზბოლას” ზავის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს