ევროპამ დაინახა, ვინ მუშაობდა სტატუსის მისაღებად – მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, ვერ დაგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და ხელისუფლებას შეეხიდება, რათა დათქმები შევასრულოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპამ უკვე დაინახა, რეალურად, ვინ მუშაობდა სტატუსის მისაღებად და ვინ – საწინააღმდეგოდ.

„დათქმები ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, ჩვენც გვექნება, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, როგორ შეიძლება, პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციებით დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც სტატუსი, ასევე მომავალში წევრობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ – გრეგოროვა
შემდეგი სტატიასაქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა – შსს