15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას.

ზელენსკის თქმით, კიევი ასეთი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან უკვე აწარმოებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს „უაღრესად რთული, თუმცა რეალისტური ამოცანაა“.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

როგორც Reuters წერს, რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმებისგან დაცვა უკრაინის თავდაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რადგან რუსეთი ამ ტიპის იარაღით ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებს მიზანმიმართულად უტევს და ამ დროისთვის ასეთი თავდასხმების განეიტრალება მხოლოდ ამერიკულ საჰაერო თავდაცვით სისტემა „პატრიოტს“ შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: პარტიების აკრძალვაზე საუბარი ხალხის პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა
შემდეგი სტატიააუნი: ლიბანის გადასარჩენად ისრაელთან მოლაპარაკებები ავირჩიე