,,ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი”

ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, რადგან თავად ევროპას აქვს დღესდღეობით პრობლემები და ის არ გეგმავს ახალი წევრების მიღებას, – ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს და უკრაინის შესახებ საუბრისას განაცხადა,

“რაც შეეხება კავშირს, მე გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი და გაძლიეროთ იგი და გახადოთ სამაგალითო, რადგან სხვა დანარჩენ კავშირებში (ნატო, ევროკავშირი) თქვენი გაწევრიანება, ყოველთვის გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას”, – განაცხადა სარკოზიმ.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესაში გააკეთა, სადაც ის ევროპული რეგიონების ასამბლეის VII შავი ზღვის სამიტზე იმყოფებოდა.

 

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია რეგიონში ახალგაზრების ინოვაციური ნამუშევრებით დაინტერესდა
შემდეგი სტატიანიკოლა სარკოზი საქართველოს და უკრაინას რუსეთთან საუბარს ურჩევს