ევროპა ირანს სანქციებს აღუდგენს, თუკი ის სარაკეტო შეთანხმებას დაარღვევს

ევროპა ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს იმ შემთხვევაში, თუკი ის 2015 წლის სარაკეტო შეთანხმებას დაარღვევს – ამის შესახებ Reuters-ი საფრანეგთის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გუშინ ირანის საინფორმაციო სააგენტო IRIB-მა გაავრცელა, რომ თეირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას აპირებს აშშ-ს საპასუხოდ, რომელიც საარკეტო შეთანხმებიდან გავიდა, ასევე, იქვე მითითებული იყო, რომ თეირანი შეთანხმებიდან მთლიანად არ აპირებს გამოსვლას. ირანის პრეზიდენტი ხვალ, ოთხშაბათს სპეციალური განცხადებით გამოვა ამასთან დაკავშირებთ.

გუშინ, ასევე, გავრცელდა, რომ ვაშინგტონი ავიამზიდების ჯგუფს აგზავნის “აბრაამ ლინკოლნის” მეთაურობით, ასევე, იქნება ბომბდამშენთა ჯგუფი, რომ ირანს პასუხი გასცეს – აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანია იმის დემონსტრირება, რომ აშშ მზად არის “უკომპრომისო პასუხი” გასცეს საკუთარი და მოკავშირეების ინტერესთა ნებისმიერ საფრთხეს. ბოლტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აშშ-ს ირანთან ომი არ სურს”, თუმცა, მზად არის ირანის სამხედრო ძალების ნებისმიერ თავდასხმას უპასუხოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში აშშ გამოვიდა ირანთან სარაკეტო შეთანხმებიდან. დოკუმენტი ირანს ავალდებულებს საკუთარი ბირთვული პროგრამა შეზღუდოს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

banner
წინა სტატიაშიმიულერის მოხსენება საკმაო მტკიცებულებებს შეიცავს იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღიძრას
შემდეგი სტატიასაფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიაში ოთხი მძევალი აიყვანა