ევროპა ეძებს სატელიტურ კავშირს, რომელსაც შეუძლია უკრაინისთვის Starlink-ის ჩანაცვლება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოთხ ევროპულ თანამგზავრულ ოპერატორთან.
ამის შესახებ Financial Times წერს.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს ოთხ მთავარ სატელიტურ ოპერატორთან: ლუქსემბურგის SES, ესპანურ Hisdesat, Viasat (ბრიტანული Inmarsat-ის მფლობელი) და ფრანგული Eutelsat/OneWeb.
კერძოდ, Hisdesat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ გარსია პრიმომ დაადასტურა, რომ მისი კომპანია ამ ინიციატივის ფარგლებში მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპელ ოფიციალურ პირებთან.