ევროპა ჩვენს ნავთობს მესამე ქვეყნების დახმარებით, უფრო ძვირად იყიდის – რუსი პოლიტიკოსი

ევროპა გააგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას მესამე ქვეყნების მეშვეობით, როგორც კი ევროკავშირის ქვეყნები ემბარგოს შემოიღებენ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ვლადიმერ ჯაბაროვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროპის ლიდერები “ცოტათი გაგიჟდნენ”.

“მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ. ამბობენ, რომ ჩვენგან ნავთობს არ იყიდიან, კარგით, ნუ იყიდით, ჩვენ არ გიბიძგებთ. მას მაინც იყიდით, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენი ნავთობი იგივე იქნება, მხოლოდ უფრო ძვირი”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა
შემდეგი სტატიასუბარი – ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან, უგულავას კრიმინალური განცხადებების გაკეთება დასჩემდა, სჯობს, სიტყვებს დაუკვირდეს