ევროპა აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ 20 წლის წინ მიღებულ კანონს აამოქმედებს

ევროკომისიამ, შესაძლებელია 20 წლის წინ მიღებული კანონი აამოქმედოს, აშშ-ს სანქციებისგან თავის დასაცავად – 16 მაისს “დოიჩე ველე” წერს. “თუკი ეს აუცილებელი გახდება, ჩვენ მზად ვართ” – ევროკავშირის საგარეო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში კომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
ამით ევროპული კომპანიები უფლებას მიიღებენ ირანთან დაკავშირებით სანქციები არ შეასრულონ, ამასთანავე, ბიზნესს აუნაზღაურებენ ზარალს, რომელიც ამ სანქციების გამო მიადგებათ კომპანიებს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა 1996 წელს აშშ-ს სანქციების დროს მიიღეს, რომელიც მან კუბას, ირანსა და ლიბიას დაუწესა, თუმცა, მაშინ ამით არ უსარგებლიათ.
15 მაისს ირანმა განაცხადა, რომ ურანის გამდიდრებას დაიწყებს, თუკი ატომური შეტანხმების შენარჩუნება ვერ მოხერხდება. შეთანხმებიდან გასვლის შესახებ დონალდ ტრამპმა 8 მაისს თქვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში დონალდ ტრამპის შვილისა და რუსი ადვოკატის შეხვედრის დეტალები გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიადონორმა, რომელმაც მილიონობით ბავშვი გადაარჩინა, სისხლის ბოლოჯერ ჩააბარა