“ევროპა აშშ-ის უახლოესი მოკავშირეა და არა პრობლემა“ – პოლონეთის პრემიერი

ევროპა აშშ-ის უახლოესი მოკავშირეა და არა პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.

„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების ერთი დეტალი-რას წერს ფოტოგრაფი ზურაბ ვარდანაშვილი
შემდეგი სტატია“ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ“ – ვიქტორ ორბანი