საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციით, 8 მაისს, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის 81-ე წლისთავზე, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს, პატივი ჰქონდა თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისთვის ემასპინძლა, რათა პატივისცემა გამოეხატა ქართველი მაღალჩინოსანი ოფიცრების მიმართ საფრანგეთთან და ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისადმი მათი შესანიშნავი ერთგულების გამო. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი კევინ ჰამილტონის, ალიანსის ელჩებისა და თავდაცვის ატაშეების თანდასწრებით, საფრანგეთის ელჩმა მათ საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის მედლები გადასცა.
“8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ, ვინც მსახურობდა და აგრძელებს მსახურებას ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, მამაცობითა და თავდადებით, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასადაც კი, საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. მივესალმებით საქართველოს ერთგულებას ნატოს მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ის მტკიცე და მდგრადი პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას და ალიანსს, რათა ევროპა აღარასოდეს დაუბრუნდეს მორჩილებას”,_ წერია ინფორმაციაში.















