26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ევრონიუსი” – სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება უკიდურესად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში

“ევრონიუსის” ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება უკიდურესად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში.

გამოცემის ცნობით, პეკინში გამართული ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია.

„ჩემი ოთხპუნქტიანი გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად მიზნად ისახავს საერთაშორისო კონსენსუსის შემდგომ ჩამოყალიბებას და დაძაბულობის შემსუბუქებას, კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიანი მოგვარების წინსვლას“, – ციტირებს გამოცემა „სინხუა“ სი ძინპინს.

„ევრონიუსი“ ასევე წერს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორი გახდა, რამაც დასავლეთში, მათ შორის ბრიუსელში, მზარდი შეშფოთება გამოიწვია.

დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პეკინის ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა მხარდაჭერამ რუსეთს უკრაინაში სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში დახმარება გაუწია. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი მოსკოვის ომს, მან არ გამოიყენა არსებული ბერკეტები, რათა აიძულოს მოსკოვი კონფლიქტი დაესრულოს.

banner
წინა სტატიაშიირანის სულიერი  ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან