ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა თამარ ხულორდავას თანაავტორობით რეზოლუციის პროექტი მიიღო

ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ბრიუსელში, თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით იმყოფება.

საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

რეზოლუციაში აღნიშნულია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას და აფერხებს საერთო ინტერესების რეალიზაციას.

რეზოლუცია აღიარებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, გმობს რუსეთის აგრესიას რეგიონში, მოუწოდებს ჯარების გაყვანის, აღიარების უკან წაღების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ.

მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებზე ასევე დამტკიცდა პარტნიორების მიერ, ერთობლივად მომზადებული ანგარიშები შემდეგ თემებზე: უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;

არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაში“მობილურობა, ეფექტურობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება – ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას”
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა : მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას დღის ბოლომდე წარუდგენს