„ევრონესტის“ ასამბლეაზე კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა, მთავარი საკითხია ოპოზიციის უცვლელი გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს – გია ვოლსკი

„ევრონესტის“ ასამბლეაზე კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა, მთავარი საკითხია ოპოზიციის უცვლელი გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცახდა.

ვოსლის თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერით ოპოზიციას უნდა ეღიარებინა, რომ „სწორედ ხელისუფლება არის მოწოდებული ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

„არავითარი კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა. აქ მთავარი თემაა მათი უცვლელი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს დესტაბილიზაციას, დაპირისპირებებს. რასაკვირველია, როგორც კი ხელს მოაწერდნენ ქართული დელეგაციის რეზოლუციის პროექტს, პრაქტიკულად, მათ უნდა ეღიარებინათ ის საგარეო კურსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მათ უნდა ეღიარებინათ, რომ სწორედ ხელისუფლება არის მოწოდებული, ორიენტირებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიუღებელი იქნებოდა, ქართულ დელეგაციას მხარდამჭერებისა და მოკავშირეების ძებნა დაეწყო სხვა დელეგაციაში, როცა საკუთარ დელეგაციაში ხელი არ მოაწერეს. არის კიდევ უკრაინა, რომელსაც ეს საკითხი პირდაპირ ეხება. მათ მხარი არ დაუჭირეს, რადგან ისინიც იმ პოლიტიკის გამტარებლები არიან, რაც საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – გავიდა დრო, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასამთავრობო სექტორს, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები ხისტად არიან შემოჭრილი პოლიტიკაში