25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ევროკომისიის შენობის წინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დროშა აღიმართა

ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განმარტებით, დროშის აღმართვა 24 აგვისტოს აღსანიშნავი მზადების ნაწილია.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვემზადებით და ბრიუსელში უკრაინის დროშას ვწევთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. უკრაინა დაიბრუნებს თავის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და დაიკავებს კუთვნილ ადგილს ჩვენს კავშირში“, — აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სოლიდარობის აქციას ფრანგული მხარეც უერთდება — პარიზში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეიფელის კოშკი უკრაინის დროშის ფერებში — ლურჯად და ყვითლად განათდება.

banner
წინა სტატიაშიბანკის სისტემაში უნებართვო ჩარევა — თბილისში ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაროდის არის აუცილებელი ექიმის ჩარევა მზით დამწვრობისას — NCDC-ის გაფრთხილება და რეკომენდაციები