ევროკომისიის პრეზიდენტი: “უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა”

“უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა”, – ამის შესახებ განცხადება, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
როგორც ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.
„ევროპა ვერასდროს გაუტოლდება უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, თუმცა კვლავაც გააგრძელებს მათი ბრძოლის მხარდაჭერას. ჩვენ მანამ დავუჭერთ მხარს მათ ბრძოლას გადარჩენისთვის, სანამ ეს საჭირო იქნება, რადგან უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა”, – განაცხადა ურსულა ფონ დერლაიენმა.
banner
წინა სტატიაშიორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად კვლავ შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს