19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ევროკომისიის პრეზიდენტი ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

„მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამოცხადებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას. ეს შვებაა, რადგან ამ კონფლიქტმა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დროებითი პაუზა, არამედ მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა.

ევროპა გააგრძელებს ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემისკენ მოწოდებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ლიბანელი ხალხის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოცხადდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაში„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი: თუ ისრაელის ძალები აგრესიას შეწყვეტენ და ჩვენც დავიცავთ ცეცხლის შეწყვეტას
შემდეგი სტატიაზელენსკი: იმედი მაქვს, აშშ არ შეწყვეტს დახმარების გაწევას