ევროკომისიის პრეზიდენტი: “გავაგრძელებთ კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას”

2026 წელს ევროკომისია გააგრძელებს კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ინტენსიურად იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.

„მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა” – სერგეი ლავროვი
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე: “ჩვენ ვხედავთ კობახიძეს, რომელიც გამოდის და ისვრის ბრალდებებს – უარგუმენტოდ”