25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს,- განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

,,ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა.

თქვენ გამოიჩინეთ პირადი ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ქაღალდზე დაწერილი მშვიდობა რეალურ სამყაროში მშვიდობად ვაქციოთ.

სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა კოორდინაციის გზით. მოდით, ერთად ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, ევროპასთან სამხრეთ კავკასიის, კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის“,- განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა

banner
წინა სტატიაშიBBC: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 290-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა მას შემდეგ, რაც კობახიძემ სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად დატოვა