25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანს 1-2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

„მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა“, – აღნიშნა პინიომ.

ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: აუტანელი არის არა ტკივილი არამედ ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს
შემდეგი სტატიაგერმანიაში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა