12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ევროკომისიის პრესსპიკერი უნგრეთიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევებას ეხმაურება

ეს მოსალოდნელი რეაქციაა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს მუდმივად ახორციელებს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო საქმეებში კრისტიან ვიგანდი უნგრეთის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

მისი თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უნგრეთს.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უნგრეთს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის მიმართ, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხორციელდება. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას უნგრეთთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ბლოკის მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიმართ ერთგული რჩება“,- აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის, განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უნგრეთიდან დიპლომატების გაძევებას პასუხს გასცემს.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა
შემდეგი სტატიალევან სამუშია: მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ