17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ევროკომისიის პრესსპიკერი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის მიმართული სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ

ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის მიმართული სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ წარმოადგენს საფრთხეს მათი სუვერენიტეტისთვის.

ევროკომისიის პრესსპიკერის კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაადანაშაულა, რომ ის ცდილობს, ამერიკელებს წაართვას ცხოვრების წესი, რომლითაც ისინი 250 წლის განმავლობაში საკუთარ ლიდერებს ირჩევდნენ და საკუთარ კანონებს განსაზღვრავდნენ.

ანუარ ელ ანუნის თქმით, ევროკომისია მტკიცედ უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, სასამართლოს, მისი არჩეული წარმომადგენლების, თანამშრომლებისა და მასთან თანამშრომლობის მსურველთა მიმართ თავდასხმები ან მუქარები კატეგორიულად მიუღებელია.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი ან დამნაშავედ არიან მიჩვეული“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ელ ანუნიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ მომავალ არჩევნებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკასპი-კავთისხევის გზაზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა