13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს

ევროკომისიის პრესსპიკერმა სიობჰან მაკგარიმ ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ  საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა ქმედება, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევდა.

„ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულება, რომ შეწყდებოდა ყველა საქმიანობა, რაც ევროკავშირის შეშფოთების საგანი იყო. შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ არცერთ ჩრდილოვან ფლოტის ტანკერს არ მიეცემა უფლება პორტში შევიდეს. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიისგან, რომელიც პორტს მართავს. ამიტომ, როგორც ყველა სანქციის და შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევაში, ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით დამატებითი ზომების მიღებას, თუ დავინახავთ, რომ აქტორები აქტიურად ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, რომ ეს პრაქტიკაშიც მოხდეს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი ცხრა რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
შემდეგი სტატიაკობახიძე: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში