28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ევროკომისიის პრესსპიკერი – საქართველოს ხელისუფლებამ ვახო სანაია და ყველა თვითნებურად და დაკავებული პირი უნდა გაათავისუფლოს

ვროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანოუნიმ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება, დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე.

„ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული“.

banner
წინა სტატიაში„ლელო – ძლიერი საქართველო“ ადიგენში ჩამოწოლილ მეწყერზე – კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ხელისუფლება მოქალაქეებს სტიქიის პირისპირ ტოვებს
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხანას სანქციების თავიდან ასაცილებლად 6 თვე აქვს