29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ევროკომისიის პრესსპიკერი: “გივინოსტატზე” ევროკავშირის პირობითი ნებართვა გაცემულია, თუმცა გადაწყვეტილება საქართველოს პრეროგატივაა

“ჩვენთვის ცნობილია იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ქართველი ბავშვები დგანან, და ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს, რომლებსაც ისინი და მათი ოჯახები განიცდიან.

ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების ექსკლუზიურ კომპეტენციასა და პასუხისმგებლობას განეკუთვნება. ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს პრეროგატივაა, მისი ეროვნული კანონმდებლობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირშიც სწორედ ეროვნულ მთავრობებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა თავიანთი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისებისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა და მიწოდებაზე.

ევროკომისიამ 2025 წლის ივნისში გასცა ევროკავშირის პირობითი ნებართვა ბაზარზე დაშვების შესახებ პრეპარატ „გივინოსტატზე“ [givinostat] – მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ევროპის წამლის სააგენტოს დადებით მეცნიერულ შეფასებას“,_  მისწერა ევროკომისიის პრესსპიკერმა “ფორმულას” დიუშენის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიმოემზადე PLUS – ის დაბადების დღისთვის – იშოპინგე და დააგროვე მეტი PLUS ქულა
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა