მოგეხსენებათ, 2026 წლის მარტში კომისიამ 12-თვიანი საწყისი ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც წევრმა სახელმწიფოებმა მასზე თანხმობა განაცხადეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რასაც ჩვენ „გაძლიერებულ დიალოგს“ ვუწოდებთ“, — განაცხადა ევროკომისიის პრესპიკერმა მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ამის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერებამდე მიგვიყვანა. მისი განმარტებით, სწორედ ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დელეგაციას შორის. ამას უკავშირდება ეს შეხვედრა
მისივე თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს
„ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის”,- აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.















