შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული აგრარული პროდუქციისთვის მოხსნილია! – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიას მადლობას უხდის უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნების თავისი გადაწყვეტილებებით ევროკავშირის კანონს თუ დაარღვევენ, უკრაინა მათ „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამარხში წერს.

„ახლახან ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ევროკომისიის მხრიან შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული აგრარული პროდუქციისთვის მოხსნილია! გულწრფელად მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვის შესრულებისთვის და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის. ეს არის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მოქმედებს, ხოლო შეთანხმებები სრულდება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ იმუშაოს ორმხრივ დონეზეც. რომ მეზობლებმა ომის დროს უკრაინას მხარი დაუჭირონ. ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანონს დაარღვევს, უკრაინა ამაზე ცივილიზებულ პასუხს გასცემს“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს რუსეთთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა
შემდეგი სტატიაბლინკენი – ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა