ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლო გადადებას ნატალი საბანაძე ადასტურებს

ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომიის ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლმა ნატალი საბანაძემ ისაუბრა.

საბანაძის წინასწარი ინფომრაციით, ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლო გადადება საქართველოს არ უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინასთან არის კონკრეტული საკითხები დასაზუსტებელი და აქედან გამომდინარე ევროკომისიამ გადაწყვეტილების გამოქვეყნება გადადო.

„სავარაუდოდ გადაიდო რამდენიმე დღით და საქართველოსთან არ არის ეს გადადება დაკავშირებული. მე რამდენადაც ვიცი ეს არის დადებით ანგარიში საქართველოს მიმართებით, იქნება საბოლოო. გადადებულია იმ მიზეზებით, რომელიც ჩვენ არ გვეხება,“ – განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანძე აცხადებს, რომ იგი უახლოეს მომავალში მიიღებს ოფიციალურ განმარტებას ევროკომისიისგან, თუ რატომ გადაიდო ხვალინდელი ანგარიშის გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ევროკავშირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელიც პროკურატურას ხელს უწყობს რეფორმირებაში
შემდეგი სტატიათბილისში პატრულს თავს დაესხნენ- შსს ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს