ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ს დაშლას მხარი დაუჭიროს

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შტატების დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აშშ-დან გასვლას მოინდომებენ. მან განმარტა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთი გახარებულია “ბრექსიტით”, რომ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა ბრიტანეთის მაგალითს მისდიონ. “თუკი ეს ასე გაგრძელდება, ოჰაიოს და ოსტინის, ასევე ტეხასს შტატების დამოუკიდებლობას, რასაც ისინი ითხოვენ, მე მხარს დავუჭერ” – განაცხადა იუნკერმა.
30 მარტს პრეს-კონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ლიდერი იყო “ბრექსიტისკენ” მოწოდებით. დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “მალე ისინი მისტერ “ბრექსითს” დამიძახებენ”.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა
შემდეგი სტატიაევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაადასტურა “ევროვიზიის” შესაძლო ბოიკოტი