ევროკომისიის გადაწყვეტილება იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება – ვოლსკი

ევროკომისია პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც არ ნიშნავს, რომ იმ გრაფიკიდან ამოვარდებით, რაც ირაკლი კობახიძემ გეგმის სახით წარმოადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ევროკომისიის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განხილვა უნდა მოხდეს მოგვიანებით და საქართველოში ცაიტნოტური სიტუაციის შექმნა არ არის აუცილებელი, იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც, სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ევროკომისიამ ჩათვალა, რომ მათ მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ დაძაბულობის შექმნაში. რა საკვირველია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მთავარია საქმიანი ურთიერთობა და ქართველი ხალხისთვის სიკეთის მომტანი გადაწყვეტილებების მიღება და არა პოლიტიკურ პარტიებს შორის ჭიდილი, რაშიც რადიკალური ოპოზიცია არათუ გამოირჩევა, არამედ საგანგებოდ მოქმედებს და სტრატეგია არ შეუცვლია, რაც არის დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და შესაძლო რევოლუციური სცენარის განვითარება. ევროკომისია სწორ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ გრაფიკიდან ამოვარდებით ან დავარღვევთ, რაც ირაკლი კობახიძემ გეგმის სახით წარმოადგინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია – ვოლსკი
შემდეგი სტატიადღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობას არ შეაჩერებს – კლიჩკო