ევროკომისიის გადაწყვეტილება ბოლო შანსია ჩვენი ქვეყნისთვის – ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს – ვაშაძე

სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის “ბოლო შანსია”.

მისი თქმით, ახლა ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა გამოხატოს – ირჩევს რუსეთს თუ ევროპასა და ამერიკას.

“საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ “ქართულ ოცნებას”, ან ევროკავშირი და დასავლეთი. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს, ვირჩევთ რუსეთს ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია, ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი.

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ამის შემდგომაც ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა… ჯერი არის ქართველ ხალხზე”, – თქვა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა”:

“პირიქით, მოქმედებაშია. დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის ქართული ოცნება. ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო ჩვენ და ამას ვერ მიაღწიეს. ეს გზავნილი ევროპის მხრიდან არის ქართველი ხალხისთვის. გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა? პუტინი თუ დასავლეთი?”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიარეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს