ევროკომისიის დადებითი დასკვნა

ევროკომისიის დადებითი დასკვნა

ევროკომისიის დადებითი დასკვნარამდენიმე წუთის წინ ევროკომისიის საიტზე ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. დასკვნა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უკვე 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მიეცეთ. საუბარია მოკლევადიან ვიზიტებზე. ამასთან, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური მხარდაჭერაც.კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია 18:00 საათისთვის ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის განცხადება ევროკომისიის ანგარიშზე – ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით