ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ტრენინგი გაიმართება

ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში , 1 -დან 8 დეკემბრის ჩათვლით თბილისში კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ტრენინგი გაიმართება. პროექტი ნორვეგიის ნაციონალური სააგენტოს დაფინანსებით და ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი’’-ის ორგანიზებით ხორციელდება.
ორგანიზაციის პიარ მენეჯერის ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის ( ნორვეგია, შვედეთი, ჩეხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, ბელორუსია, საქართველო, საბერძნეთი,რუსეთი ) 30-მდე საერთაშორისო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ტრენინგ კურს ევროპიდან მოწვეული, გამოცდილი ტრენერები წარუძღვებიან.
პროექტის მიზანია კონფლიქტების მოგვარების საკითხვებში ახალი ინიციატივების განვითარება, ამ მიმართულებით საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. კურსის დასასრულს მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცემათ.
ახალზგარდული ასოციაცია ,,დრონი’’ 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ორგაზანიზებასა და განხორციელებაში. ორგანიზაცია პარტნიორობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთა. ევროკავშირის პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო ტრენინგებს, სემინარებს, რომელიც მშვიდობის თემებს, კონფლიქტის საკითხებს, მედია სფეროს, ეკოლოგიას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხება.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში შეპარულს გადაწერილი კონსტიტუციის შეტანა უნდოდა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკას ეწვევა