ევროკომისიას 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდეს

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროკომისიას მოუწოდა, 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩეროს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.

DW-ის ცნობით, ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, მათ შორის – ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში. სანჩეს ამორის თქმით, მხოლოდ ასამდე მაღალჩინოსნისთვის შეზღუდვის დაწესება „კოსმეტიკური ზომა“ იქნება:

„არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვაგვარად ეს არ იმუშავებს. ახალი მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს, ამიტომ ზომა უნდა იყოს არსებითი,“ — აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით