ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. ამ თემაზე მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა:

“მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი ბარიერი საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე, ასე რომ სრული პასუხისმგებლობა მათზეა – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიამხოლოდ უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან