ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

“ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე, ადამიანები დაიხოცნენ, ცეცხლი გაუხსნეს, რადგანაც მათ ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და ათი წლის შემდგომ ისტორიული დღე გახლავთ, რადგანაც კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცოგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ლეიენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პესპექტივა მიიღო. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ