ევროკომისიამ თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. შესაბამისი განცხადება მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საკანონმდებლო ინიციტივის წარდგენასთან ერთად ევროკომისიამ თურქეთის მიერ ვიზალიბრალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

“თურქეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 18 მარტს გამართული თურქეთ – ევროკავშირის სამიტის შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ ბერვი სამუშაოა შესასრულებელი. იმის გათვალსიწინებით, რომ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება სასწრაფო წესით, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა თურქეთსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. რა თქმა უნდა, კომისია გააგრძელებს კრიტერიუმის შესრულების მონიტორინგს”, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მხრივ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ამავე დროს, ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯერ კიდევ დარჩა დასაკმაყოფილებელი გარკვეული კრიტერიუმები.

ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ასევე წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

კოსოვოსა და თურქეთის ვიზელიბარელიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.2158 ლარია
შემდეგი სტატიარუსეთმა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ პირობა დაასახელა