ევროკომისიამ საბერძნეთი შესაძლო პასპორტ-კონტროლზე გააფრთხილა

ევროპის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, საბერძნეთი გააფრთხილა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში შესვლისას შესაძლო საპასპორტო კონტროლზე იმ შემთხვევაში, თუკი ათენი მიგრანტების ნაკადს ვერ აუვა, რომლებიც შემდეგ ევროპაში აგრძელებენ გზას.

 

ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის საზღვრებზე ყოვლად უმართავი მდგომარეობაა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა. ისინი ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკიდან, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან არიან.

banner
წინა სტატიაშიკომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 254.4 მლნ ლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიარამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჰააგის სასამართლოს- სააკაშვილის კომენტარი