ევროკომისიამ პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში შექმნილი “ტროლების ფერმის” გამო შეშფოთება გამოხატა

ევროკომისია შეშფოთებულია პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც პოლონეთის იუსტიციის მინისტის მოადგილემ ლუკაშ პებიაკმა გარკვეული მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად კამპანია დაიწყო – პოლონური RMF24 ავრცელებს.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ საკითხებით, რომელიც მედიამ აღწერა. ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუმცა, საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს” – ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომლის სახელსა და გვარს RMF24 არ ავრცელებს. მისი შეფასებით, პებიაკის სკანდალი იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ “პოლონეთის სასამართლო სისტემაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, და რომ სასამართლო სისტემა შესაძლებელია პოლიტიზირებული იყოს”.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლუკაშ პებიაკი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში “ტროლების ფერმის” შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ რუსეთის G8-ში დასაბრუნებლად მოთხოვნები წამოაყენა
შემდეგი სტატიაპოლონეთში დაახლოებით 10 ათასი ქართველი მუშაობს