ევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

“ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიმხოლოდ უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან
შემდეგი სტატიაევროკომისიის გადაწყვეტილება ცნობილია-საქართველო გაერთიანდეს პოლიტიკურად და ამისთვის საჭიროა, რომ განახორციელოს რეფორმები