ევროკომისიამ მოლდოვის მხარდამჭერი პაკეტი დაამტკიცა

ევროკომისიამ მოლდოვის მხარდამჭერის პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის შედეგების დაძლევაში მოლდოვისთვის დახმარების გაწევაა.

ევროკომისიამ მხარდაჭერის პაკეტში ხუთი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელშიც ევროპელი პარტნიორები მოლდოვას დაეხმარებიან:

1. ეკონომიკური განვითარებისა და კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა DCFTA-ისა და EIP-ის პროგრამების ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამები ფოკუსირდება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე, ვაჭრობის გაძლიერებაზე, ენერგოეფექტურობაზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე.

2. მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერა, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით, საკონსტიტუციო მომსახურების გაუმჯობესებით, სპეციალური ტრენინგების პროგრამებით და ასევე, ევროკავშირის პროგრამებში მოლდოვის მონაწილეობის გაზრდით.

3. მოლდოვის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ელექტროენერგიის შიდა წარმოების გაზრდით, ევროკავშირის საერთო გაზის შესყიდვის მექანიზმში მონაწილეობით, განახლებადი ენერგიის გაძლიერებითა და ენერგოეფექტურობაზე ფოკუსირებით.

4. მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერება მიზანმიმართული ქმედებებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უმაღლესი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგით; თანამშრომლობის გაფართოება მოლდოვაში ახლად დაწყებული ევროკავშირის საპარტნიორო მისიით; მოლდოვის თავდაცვის სექტორის გაძლიერება; ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით.

5. უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, მოლდოვის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაჩენა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დეზინფორმაციას და აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის ბენეფიტების შესახებ.

როგორც ევროკომისია წერს, აღნიშნულ ხუთ პრიორიტეტში მხარდაჭერა, მოლდოვას დაეხმარება მკვეთრად შეამციროს რუსეთის ომის გავლენა მასზე და უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება“, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ქართველი ხალხისგან ვირტუალური განცალკევების ტაქტიკა რუსულ ჰიბრიდულ მეთოდებს შეესაბამება