მიკროსაფინანსო სფეროში დახმარების ფარგლებში ევროკომისიამ კიევს მორიგი, 1 მლრდ ევროს ღირებულების ტრანში გადაურიცხა. ამ ტრანშის ჩათვლით, ევროპული მიკროსაფინანსო დახმარების მოცულობა უკრაინისთვის 5 მლრდ. ევროს შეადგენს.
“ეს დაეხმარება უკრაინას როგორც ფრონტზე, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენაში”, – განაცხადეს ბრიუსელში.
ამას გარდა, ევროპა-უკრაინის ასოციაციის საბჭოს სხდომის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტის გაცემის პირობებზე, ეს კრედიტი კი 300 მლნ.ევროს შეადგენს.
ასევე ხელი მოეწერა უკრაინის მონაწილეობას ევროპის ქვეყნების კოსმოსურ პროგრამებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინას კრედიტს 35 წლით აძლევს. კრედიტი დაიფარება გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე.