ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ვულოცავ თითოეულ ქართველს – ღარიბაშვილი

პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციებზე, მინდა განვმარტო, რომ უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. აქვე მინდა, მოქალაქეებს განვუმარტო, რადგან ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა, უკრაინა. მინდა, ავუხსნა მოქალაქეებს შემდეგი. მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ მათ, მიმართავენ რეკომენდაციას საბჭოს, რომ მიენიჭოს პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვა, რომელიც არის უმძიმეს ომში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში, ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების. ძალიან ბევრი როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მოლდოვას“, – განაცხადა პრემიერმა.

მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ოლიგარქები ის ადამიანები არიან, ვინც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას