ევროკომისიამ Daimler-ი, BMW და Volkswagen-ი 875 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ საავტომობილო კონცერნები BMW და Volkswagen-ი ჯგუფურ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნო და მათ 875 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა ევროკავშირის ანტიმონოპოლური წესების დარღვევის გამო.
ჯარიმა დააკისრეს “აზოტის ოქსიდების გასაწმენდად ტექნიკური გამოგონების საკითხზე შეთქმულებაში შესვლის გამო”.
“კომისიამ 875 მილიონი ევროს ჯარიმა დააწესა. კომპანია Daimler-ი არ დაჯარიმებულა, რადგანაც მან კომისიას შეთქმულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყველა მხარემ აღიარა მაღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი როლის შესახებ და საქმის მოგვარებაზე შეთანხმდნენ” – განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა, რომელიც კონკურენციის საკითხებზეა პასუხისმგებელი, განმარტა, რომ ავტომობილების მწარმოებლები Daimler-ი, BMW, Volkswagen-ი, Audi და Porsche ფლობენ ტექნოლოგიას, რომლითაც შეუძლიათ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვი უფრო მეტად, ვიდრე ევროკავშირის ემისიის სტანდარტების შესაბამისად კანონი ითხოვს ამას, მაგრამ ისინი კონკურენციას თავს არიდებდნენ და არ იყენებდნენ საკუთარ ტექნოლოგიას იმაზე მეტად, ვიდრე ეს კანონით იყო გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია
შემდეგი სტატიანიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება