ევროკომისიამ აშშ-ს იმპორტის გადასახადი დაუწესა

ევროკომისიამ აშშ-ს მიერ ევროპულ ალუმინისა და ფოლადზე იმპორტის გადასახადის დაწესების საპასუხო ზომად, ასევე, დამატებითი იმპორტის გადასახადი შემოიღო. აღსანიშნავია რომ საპასუხო ზომები შეეხება 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ნივთებს. შეზღუდვები ძალაში 22 ივნისს შევა. “ევროკავშირის საპასუხო დამაბალანსებელი ზომები იმოქმედებს მანამდე, სანამ აშშ არ გააუქმებს გადასახადებს, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად” – გაერთიანების გვერდზე წერია. ევროკომისიამ 25%-იანი გადასახადები დააწესა ამერიკულ ბრინჯზე, ფორთოხლის წვენზე, არახისის კარაქზე, ვისკიზე, სიგარეტებსა და სხვადასხვა ტანსაცმელზე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა და გაერომ სინანული გამოთქვეს აშშ-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ
შემდეგი სტატიაგერმანიამ და საფრამგეთმა ევროკავშირის უსაფრთხოების საბჭოს შექმნა გადაწყვიტეს