20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ევროკომისიამ AliExpress 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ AliExpress უკანონო, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამზადებული და ყალბი პროდუქციის გავრცელების რისკების არასათანადო შეფასების გამო 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ევროკომისია ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.

ევროკომისია AliExpress-ს ჯარიმა „ციფრული მომსახურების შესახებ კანონის“ დარღვევისთვის დააკისრა. ევროკომისიის შეფასებით, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საკმარისი პერსონალი პოტენციურად უკანონო პროდუქტების შესამოწმებლად და გადააფასა თავისი ავტომატური სისტემების ეფექტიანობა; სარეკომენდაციო და სარეკლამო სისტემები მომხმარებლებს ხშირად სთავაზობდნენ უკანონო პროდუქციას; წესების დამრღვევი მაღაზიები, ჯარიმების მიუხედავად, განაგრძობდნენ საქმიანობას; გამყიდველები პროდუქციას განზრახ არასწორ კატეგორიებში ათავსებდნენ, ხოლო ბრენდის ავტორიზაციის სისტემა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რაც ყალბი საქონლის თავისუფალ ცირკულირებას უწყობდა ხელს.

კომპანიას 2026 წლის 20 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, წარადგინოს სამოქმედო გეგმა გამოვლენილი სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პლატფორმას დამატებითი პერიოდული ჯარიმები დაემუქრება.

banner
წინა სტატიაშითელავში დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიაუნგრეთმა ჩინური კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო