ევროკომისიამ 2050 წლამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა

ევროპის კომისიამ 14 ივლისს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ 2050 წლამდე სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის სახელია Fit for 55.ვარაუდობენ, რომ ზომების მიღების შემდეგ ევროპის ეკონომიკაში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება შესაძლებელი გახდება, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოებაში, საავტომობილო და საცხოვრებელ სექტორებში, ავიაციასა და სოფლის მეურნეობაში. 1990 წელთან შედარებით 2030 წლისათვის შემცირება 55%-ით უნდა მოხდეს, 2050 წლისთვის კი ნულამდე უნდა დავიდეს – “დოიჩე ველე” წერს.

რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია ნახშირბადის რეგულაციის ტრანსსასაზღვრო მექანიზმის დანერგვა, მეორე ძირითადი პუნქტია ეკონომიკის დეკარბონიზაცია.

ევროკავშირი ახალი ავტომობილებისთვის მომდევნო 15 წლის მანძილზე ემისიის სტანდარტებს გაამკაცრებს. 2021 წელთან შედარებით 2030 წლისათვის მავნე გაზების გამოყოფა 55%-ით უნდა შემცირდეს.
ევროკომისიის გეგმა ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

დისკუსია, სავარაუდოდ, ერთ წელს გასტანს

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი გახელაძის გათავისუფლებაზე: მინდა ყველას მადლობა გადავუხადო
შემდეგი სტატიაშვედეთში შვიდი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ავღანელს სამუადმო პატიმრობა მიუსაჯეს