ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშს სავარაუდოდ ხვალ აღარ გამოაქვეყნებს

ევროკომისია ხვალ საქართველოს ვიზალიბარალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშს სავარაუდოდ აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული ბიუროს ჟურნალისტი ქეთი ქარდავა ბრიუსელიდან ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით ანგარიშის გამოქვეყნება ევროკავშირის მომავალი სამიტის შემდგომ მოხდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ხვალ 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. აღნიშმული ანგარიში გახდება წინაპირობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, დათანხმდნენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძემ “კოკაინის საქმეზე” დღეს ვრცელი განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიაპეტერბურგში დადგამენ შოთა რუსთაველის ბიუსტს