ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას ბლოკავს – ბლუმბერგი

ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას ბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეთავაზებული სესხი დაიბლოკა ევროკომისიის საბიუჯეტო განყოფილების მიერ მისი ფინანსური სიმყარის შესახებ შეშფოთების გამო. „ბლუმბერგის“ ცნობით, როგორც წესი, ასეთი სესხები გამოიყოფა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ოპერაციებისთვის მთლიანი დაფინანსების არაუმეტეს ცხრა პროცენტის ოდენობით.

ამჯერად, კომისიას სურს, გამოყოს მთლიანი თანხის 70 პროცენტი – როგორც ეს გააკეთა წინა წინადადებაზე, რომელიც მილიარდი ევრო იყო. ევროკომისიის სპიკერის განცხადებით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია, ზარალის დაფარვა უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში. ევროკომისია ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ამ სესხებთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკის გასაზიარებლად. ევროკავშირი უკვე იძულებული გახდა, დროებით შეემცირებინა კიევში გაგზავნილი საგანგებო დაფინანსების ოდენობა. გასულ კვირას მილიარდი ევროს შეთავაზება შეჩერდა, რადგან გერმანიამ დაბლოკა ცხრა მილიარდი ევროს უფრო დიდი პაკეტი.

banner
წინა სტატიაშიკარლ ნეჰამერი- ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაადვილი გამოსაცნობია ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი – რადგან ამერიკა ჩვენი მტერია, რუსეთს უნდა შევუერთდეთ – ოქრიაშვილი