Euractiv-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის წინადადებას 16 ივნისს წარადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისია წინადადებას ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე წარადგენს.
წყაროს თქმით, აღნიშნული განრიგის თანახმად, გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის ლიდერები ორი დღის შემდეგ, ევროპული საბჭოს სამიტზე შეძლებენ.
მოლაპარაკებების კლასტერის გასახსნელად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.















