ევროკომისია – საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ევროკავშირის კარი ღიაა, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას